მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებთან ინტეგრაციამ საქართველოს ყველა მოქალაქე ინგლისური ენის შესწავლის აუცილებლობის წინაშე დააყენა.

    
დიპლომატიური სამსახურების გახსნის, უცხოური ინვესტიციების განხორციელების, უამრავი საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების გახსნის პირობებში, საქართველოში მცხოვრებ უცხოელებისთვისაც საჭირო და საინტერესო გახდა ქართული ენის შესწავლა.

    

  


ჩვენი პედაგოგები არა მარტო ქართველებს ასწავლიან ინგლისურს, არამედ უცხოელებსაც ასწავლიან ქართულ ენას, რისთვისაც პედაგოგები თავიანთ გამოცდილებასთან ერთად იყენებენ სპეციალურ პროგრამას – ქართული ენა უცხოელებისთვის.

 

ქართული ენის სწავლება 4 დონისგან შედგება

1 დონეზე ქართული ენის დაუფლების შემდგომ შემსწავლელს ქართულად შეეძლება საკუთარი პიროვნების, საქმიანობის, ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცემა; ყოველდღიურობასთან დაკავშირებული მარტივი კომუნიკაციის დამყარება; მარტივი წერილების, მისალოცი ბარათების დაწერა და გაგება; სარეგისტრაციო ბარათებისა და საანკეტო კითხვარების შევსება; ნაცნობ, ყოველდღიურობასთან თუ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე მარტივი ენით, ნელა და გარკვევით მიმდინარე საუბარში მონაწილეობა.

სწავლება მოიცავს: მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა, 

ჯგუფში: ერთი ერთთან (ან ჯგუფური მოთხოვნით)


სწავლების ვადა:                            5-6 თვე

                                                         კვირაში 3-ჯერ, 1 საათი

ფასი:

ინდივიდუალური ____________გაკვეთილი 25 ლარი,

ჯგუფში _____________________ 130 ლარი (4-5 სტუდენტი ჯგუფში)

(კორპორაციული კლიენტებისთვის ჯგუფური სწავლების ფასი განისაზღვრება სტუდენტების რაოდენობის მიხედვით).

Share: