ენის შესწავლა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. გასაუბრება-ტესტირების საფუძველზე ირკვევა სტუდენტის ორიენტაცია, თუ რისთვის სურს ენის შესწავლა - საკომუნიკაციოდ, სამსახურისთვის თუ რომელიმე საერთაშორისო სერთიფიკატის მოსაპოვებლად; ირკვევა საწყისი ცოდნის დონე და სტუდენტის სწავლის უნარი, რის შემდეგაც მიეცემა რეკომენდაცია რა კურსის გავლა სჭირდება, რომელი და რამდენი საფეხურის გავლა დასჭირდება.

ზოგადი ინგლისური ენა სხვადასხვა ასაკობრივ პროგრამას მოიცავს

საბავშვო, თინეიჯერების და მოზრდილთა პროგრამები.

ა. საბავშვო პროგრამები 4 საფეხურიანია.

ის ითვალისწინებს ენის     კომპპლექსურ სწავლებას 7 წლიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ლექსიკურ და გრამატიკულ მასალასთან ერთად მასში მოცემულია თამაშები, კროსვორდები, უნარ-ჩვევების სახალისო სავარჯიშოები, აუდიო-ვიდეო და კომპიუტერული ენის სასწავლო პროგრამები.

ჯგუფში: 3-5 სტუდენტი.     

 

 სწავლების ვადა: თითო საფეხური 4 თვე.

 კვირაში სამჯერ, ერთი საათი

 ლიტერატუტა (იხ. ბიბლიოთეკა)

ბ. თინეიჯერული პროგრამები

11 წლიდან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის არის განსაზღვრული. საბავშვო პროგრამებთან შედარებით ითვალისწინებს ინტენსიურ სწავლებას. მასში მოცემულია მოზარდებისთვის საინტერესო თემატიკა და ნაწილობრივ გასართობ-შემეცნებითი სავარჯიშოებიც, ამასთანავე ენის სრულფასოვნად დაუფლების მიზნით მიმდინარეობს სერიოზული წვრთნა ენის სწავლების ხუთივე კომპონენტში – ლექსიკა, გრამატიკა, წერითი თხზულება, მოსმენა, მეტყველება. პროგრამებში ჩადებულია უნარ-ჩვევების სავარჯიშოებიც, რადგან საერთაშორისო გამოცდები ენის ცოდნასთან ერთად უნარ-ჩვევების ცოდნასაც ითვალისწინებს. ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა კი ამ გამოცდებს აბარებენ და იღებენ ენის საერთაშორისო სერთიფიკატებს, რაც მომავალში მათი წარმატებული ცხოვრების გარანტი ხდება.

თინეიჯერების პროგრამა 6 საფეხურისგან შედგება და მოიცავს 

საწყისიდან საშუალოზე მაღალ დონეს.

 ჯგუფში: 3-5 სტუდენტი.

 სწავლების ვადა: თითო საფეხური 4 თვე.

 კვირაში სამჯერ, ერთი საათი

 ლიტერატურა (იხ. ბიბლიოთეკა)

გ. მოზრდილთა პროგრამები 2 კატეგორიისაა

– ენის საფუძვლიანი სწავლება და საკომუნიკაციო. საფუძვლიანი სწავლება ითვალისწინებს ენის სწავლების ინტენსიურ კურსს, სადაც სასწავლო მასალა უფრო კომპაქტურად არის მოწოდებული, ვიდრე საბავშვო და თინეიჯერების პროგრამებში. ის განსაზღვრულია 16 წლის ზემოთ ყველა ასაკის ადამიანისთვის.

 სწავლება არის 6 საფეხურიანი, რაც ითვალისწინებს იმას, რომ სტუდენტმა მიზნობრივად შეძლოს ენის შესწავლა – ელემენტარული, საშუალო, საშუალოზე მაღალი და ა.შ. ნებისმიერი საფეხურის გავლის შემდეგ, შესაძლებელია სწავლის შეწყვეტა და სერთიფიკატების მიღება. 6-ვე საფეხურის გავლის შემდეგ სტუდენტი ენას პროფესიონალურ დონეზე ფლობს.

ჯგუფში: 4-5 სტუდენტი.

 სწავლების ვადა:

 საწყისი დონე –   2-3 თვე;

 ელემენტარული დონე -  3-4 თვე;

 საშუალოს წინა დონე –  4 თვე;

 საშუალო დონე –   4 თვე;

 საშუალოზე მაღალი –  4 თვე;

 უმაღლესი დონე -   4 თვე.

 

 კვირაში სამჯერ, ერთი საათი

 ლიტერატუტა: (იხ. ბიბლიოთეკა )

 

⇓ ფასები ⇓

 

 საწყისი დონე___________________130 ლარი (თვე)

 ელემენტარული დონე____________130 ლარი (თვე)

 საშუალოს წინა დონე_____________140 ლარი (თვე)

 საშუალო დონე__________________140 ლარი (თვე)

 საშუალოზე მაღალი______________150 ლარი (თვე)

 უმაღლესი დონე_________________160 ლარი (თვე)

WE BUILD LEARNING                  Member Of the British Council Exams Partnership Programme    "Addvantage"                   THE OFFICIAL PARTNER OF KAPLAN INTERNATIONAL ENGLISH