უცხო ენების თბილისის ცენტრალური სკოლა - თისიესი
მოკლე საკომუნიკაციო კურსი
ინგლისური ენის სწავლების მოკლე საკომუნიკაციო კურსი
ინგლისური ენის სწავლების მოკლე ინტენსიური კურსი არის სპეციალური პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია საქმიანი ადამიანებისთვის. კურსის მიზანია ენის სწავლება მათთვის, ვისაც სჭირდებათ ინგლისური ენა სამსახურში საქმიანი და პირადი ურთიერთობისთვის, მაგრამ არა აქვთ საკმარისი დრო ენის საფუძვლიანი და ხანგრძლივვადიანი სწავლისთვის.
სხვა პროგრამებთან შედარებით ამ კურსის პრიორიტეტი არის ენის სწავლება საშინაო დავალებების გარეშე.
ჯგუფი კომპლექტდება 3–5 სტუდენტისგან.
კურსი მოიცავს 4 დონეს:
ელემენტარული, საშუალოზე დაბალი, საშუალო, საშუალოზე მაღალი.
მსურველებს ვთავაზობთ ამ კურსის გავლას სხვადასხვა ინტენსივობით.
№ | საათების რაოდენობა | კურსის ხანგრძლივობა | სწავლების ღირებულება ერთი თვე |
1 | 1.5 სთ. 3–ჯერ კვირაში | 2 თვე | 200 – 210 |
2 | 1.5 სთ. 2–ჯერ კვირაში | 3 თვე | 130 – 140 |
3 | 1 სთ. 3–ჯერ კვირაში | 3 თვე | 130 – 140 |
ასევე შესაძლებელია ჯგუფის დაკომპლექტება 6 ან მეტი სტუდენტისგან დონეების გათვალისწინებით.
დიდი ჯგუფის შემთხვევაში შესაძლებელია ფასდაკლება.