რა ხანია ინგლისურის სწავლა გინდა, მაგრამ მოსაწყენი სახელმძღვანელოების ფურცვლა გეზარება?

გსურს ინგლისურის გაკვეთილი სასარგებლოც იყოს და სახალისოც?

ინგლისურენოვანი ლიტერატურის კლასიკაზე აგებული პროგრამა, ერთი მხრივ ემოციური, საინტერესო შინაარსით დატვირთული მასალის წყალობით საშუალებას მოგცემს, ისწავლო ინგლისურად წერა, ლაპარაკი, მოსმენა და კითხვა, მეორე მხრივ კი, იმ თავგადასავლებით აღსავსე სამყაროს კარს გაგიღებს, სადაც გზამკვლევებად თეთრი კურდღელი, დანიის შეშლილი პრინცი, უბერებელი ჰობიტი ბილბო, უთავო მხედარი, ჰარი პოტერი და სხვა მრავალი საოცნებო გმირი დაგხვდება.

ცოტაც და ამხანაგებთან, კოლეგებთან თუ უბრალოდ ნაცნობებთან საუბრისას, შეძლებ ამაყად განაცხადო: "მე ეგ ორიგინალში მაქვს წაკითხული"

 პროგრამის შინაარსი: 

პროგრამა მოიცავს ოთხივე ენობრივი მიმართულების (მოსმენა, ლაპარაკი, წერა, კითხვა) აქტივაციას კომპექსური სავარჯიშოების, დისკუსიების, აუდიომასლაბეის მოსმენისა და სახალისო წერილობითი დავალებების შესრულების გზით.

      

მინიმალური ენობრივი დონე:

დაბალი საშუალო (Pre-Intermediate A2)

საკითხავი ტექსტები:

Just So Stories; Rudyard Kipling; The Wonderful Wizard of Oz;F.Baum; Five Children and It; E.Nesbit; The Tale of Peter Rabbit; Beatrix Potter; King Artur and his Knights; Howard Pyle; The Call  of The Wild; Jack London 

ლიტერატურა შეიძლება შეიცვალოს ჯგუფის შემადგენლობისადა სამუშო მიზნებიდან გამომდინარე.

სწავლების ვადა:

2 თვე, კვირაში 2-ჯერ საათნახევარი

ფასი: 

100 ლარი

 

 

Share: