მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გავლა, ღილაკზე მონიშვნით "დიახ/ვეთანხმები" დაჭერით ან/და მისი აღიარებით, რომ თქვენ წაიკითხეთ მოცემული მუხლები და წესები საიტზე რეგისტრაციისას თქვენ აცხადებთ სრულ მზადყოფნას შეასრულოთ ეს შეთანხმება და აღიარებთ, რომ ამ მუხლებისა და პირობების შესრულებაზე თქვენს უარს შეიძლება მოჰყვეს თქვენი ანგარიშის გაუქმება. მომხმარებლის მიერ წესების არ ცოდნა არ წარმოადგენს შესყიდული სერვისის და ხელშეკრულების მოშლის მიზეზს და წინამდებარე წესების თანახმად მომხარებელს არ ათავისუფლებს ვალდებებულებებისგან.

1. საკუთრების უფლების გარანტი
1.1 საიტის კოდი და სტრუქტურა დაცული არის საკუთრების, კომერციული საიდუმლოების, ქონებისა და სხვა უფლებით. თქვენ გეკრძალებათ:
ა) გაუკეთოთ ასლი, გაავრცელოთ, გამოაქვეყნოთ, შეცვალოთ აგებულება, დაშალოთ, მოდიფიცირება გაუკეთოთ ან თარგმნოთ, ასევე კოდში შეღწევის ყველანაირი მცდელობა და მისი გამოყენება სხვა მიზნებისთვის და ა.შ.
ბ) გაყიდოთ, მიამაგროთ, სუბლიცენზია გაუკეთოთ, გაავრცელოთ ან ვინმეს იჯარით გადასცეთ საიტი.
გ) საიტი ხელმისაწვდომი გახადოთ მესამე პირისითვის, რომელიც ქსელის ან ინტერნეტის მეშვეობით შეძლებს მის გამოყენებას.
1.2 მომხმარებელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა რაიმე სახის ზიანზე, ზარალსა თუ დანახარჯზე, ასევე საიტის არასანქცირებულ გამოყენებასთან რამე სახის კავშირზე. თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ აცნობოთ ვანბოქსს თითოეული არასანქცირებული ქმედებს შესახებ, რომელზეც გაგაჩნიათ შესაბამისი ინფორმაცია და ვალდებული ხართ ითანამშრომლთ გამოძიებასთან, რათა ნათელი მოეფინოს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და დადასტურდეს იგი.